„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 5-დან 6 პროცენტამდე გაზარდა

02.08.2023 ნახვები: 534

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას ეროვნული ბანკი წლის დასაწყისში ვარაუდობდა.

მისივე თქმით, ცენტრალურმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 5-დან 6 პროცენტამდე გაზარდა, თუმცა, ნათია თურნავა არც იმას გამორიცხავს, რომ წელს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე 6 პროცენტი.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენი თავდაპირველი მოლოდინი იყო. ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. 5 პროცენტიდან ავწიეთ 6 პროცენტამდე. ჩვენ მაინც უფრო კონსერვატიული შემფასებლები ვართ და, სულ მცირე, 6 პროცენტს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, უფრო მაღალიც იყოს. ეს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი პოზიტივის მომტანია ქვეყნისთვის და ნიშნავს, რომ ვითარდება მთელი რიგი დარგები. ეს ნიშნავს შემოსავლებს, ასევე ნიშნავს, რომ მაღალი დასაქმების დონე, რაც მიღწეულია, კვლავაც შენარჩუნდება. თუმცა, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რომ მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა, ანუ მოთხოვნის მხრიდან ზეწოლა სამომხმარებლო ფასებზე, ნეგატიური შედეგის მომტანი არ იყოს. ამიტომ ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას ვახორციელებთ.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებს, მიმდინარე წლის ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის დეკომპოზიცია გავაკეთეთ და სურათი იმგვარია, რომ ძირითადად ორი კომპონენტია განმსაზღვრელი – ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა, ანუ ექსპორტი. მოხმარების მხრიდან პირველ კვარტალში კონტრიბუცია შემცირებული იყო, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ფასების სტაბილურობაზე, თუმცა ჩვენ ამ პროცესს კვლავაც ვადევნებთ თვალს. რაც შეეხება დარგებს, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, გამოვყოფდი საფინანსო სექტორს, რომელიც კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი საფინანსო სექტორი არის ჯანსაღი, ძლიერი და კვლავაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ეკონომიკურ ზრდაში“, – განაცხადა თურნავამ.

ჩვენ განვაცხადეთ კიდეც და ამ პოლიტიკას მივყვებით, ეტაპობრივად გამოვდივართ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობიდან, – განაცხადა ნათია თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე. 

ნათია თურნავას განმარტებით, ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე დარჩენილ სხდომებზე განაკვეთის კლების შესახებ გადაწყვეტილებებს მცირე ბიჯებით მიიღებს.

„ეტაპობრივად ვარბილებთ მონეტარულ პოლიტიკას. შეიძლება, ეს უფრო ფრთხილი ბიჯებით გავაკეთოთ, მაგრამ გეგმა და ჩვენი პროგნოზი იგივეა, რაც იყო აქამდე გაცხადებული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა თანაბარი პირობის შემთხვევაში წლის ბოლომდე 1 პროცენტით, 9.5 პროცენტამდე შემცირდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეს პროცესი შემდგომ გაგრძელდება და საშუალოვადიან პერიოდში, ვვარაუდობთ, რომ დავალთ ე.წ. ნეიტრალურ განაკვეთამდე და 7 პროცენტამდე შევამცირებთ. ანუ, ჩვენ არსებული ვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, დავიწყოთ ეტაპობრივი შერბილება მონეტარული პოლიტიკის იმდაგვარად, რომ ინფლაციის მაჩვენებლები კვლავაც დაბალი იყოს და რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ინფლაცია დასტაბილურდეს მიზნობრივი, ანუ 3-პროცენტიანი ინფლაციის ირგვლივ, ეს იყოს მიღწეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით ყოველთვიურად მიმდინარე პროცესებს და გვაქვს საშუალება, რომ მოქნილად ვირეაგიროთ, მაგრამ დღეის გადმოსახედიდან ასეთი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის გამო, 11 პროცენტამდე 2022 წელს გაზარდა, წელს მაისში ის ჯერ – 0.5 პროცენტული პუნქტით, დღეს კი დამატებით 0.25 პროცენტით 10.25 პროცენტამდე შეამცირა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა