გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

კვარაცხელიამ „ჟირონასთან“ შეცვლაზე ითამაშა

ნახვები: 410 კვარაცხელიამ „ჟირონასთან“ შეცვლაზე ითამაშა

„ნაპოლიმ“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი შეხვედრა ესპანურ კლუბ „ჟირონასთან“ გამართა და პენალტების სერიით მეტოქე დაამარცხა (1:1 – ძირითადი დრო, პენალტები – 4:2).

ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად რუდი გარსიამ ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშა. ქართველი შემტევი სათადარიგოებში იყო, ისევე როგორც სასტარტო შემადგენლობის კიდევ რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის, ვიქტორ ოსიმენი.

ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. ანგარიში კი მე-13 წუთზე „ჟირონას“ მოთამაშე სტუანიმ გახსნა. ნეაპოლელებმა წონასწორობა 42-ე წუთზე პენალტით აღადგინეს, რომელიც სიმეონემ ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმში საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შემქნა, მაგრამ კარის აღება ვერ მოახერხეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა. თუმცა, გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც „ნაპოლიმ“ უკეთ შეასრულა – 4:2.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა