ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა

კახა კალაძე - კახა ოქრიაშვილი გახლავთ ნაძირალა, რომელიც მზად არის, იკადროს ყველაფერი, „ტვ პირველს“ კი მივმართავ, სამარცხვინოები ხართ, რადგან მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ

ნახვები: 2362 კახა კალაძე - კახა ოქრიაშვილი გახლავთ ნაძირალა, რომელიც მზად არის, იკადროს ყველაფერი, „ტვ პირველს“ კი მივმართავ, სამარცხვინოები ხართ, რადგან მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ

ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში, თუმცა არდადეგები გუშინ დამთავრდა. სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძეს კითხვით მიმართეს კახა ოქრიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თუ დადგინდა, რომ კალაძემ სტიქიის ზონიდან ოჯახის გამოყვანისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული ტექნიკა გამოიყენა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს“.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ „კახა ოქრიაშვილი გახლავთ ნაძირალა ადამიანი, რომელიც მზად არის, იკადროს და გააკეთოს ყველაფერი“.

„ამჯერად თავს შევიკავებ ოქრიაშვილზე, თუ ვინ არის, რას წარმოადგენს, აღარ გავაგრძელებ საუბარს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის და როგორი ნაძირალაა აღნიშნული პიროვნება. ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას. ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. გუშინ არდადეგები დამთავრდა. ვიდრე სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია, სასტუმრო.

ის სპეკულაციები მეც ვნახე. მიზანმიმართულად ხდება და მიმდინარეობს. კონკრეტულად „ტვ პირველს“ მინდა, მივმართო, რომ სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთი ტრაგედიისა და უბედურების ფონზე ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. სამარცხვინოები ხართ თქვენს ხელმძღვანელებთან ერთად. ასაუბრებთ ადამიანს, ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, რომელიც ეძებს ოჯახის წევრებს და სპეკულირებს იმაში, თითქოს ჩემმა შვილებმა გამოიყენეს ვერტმფრენი და მისი საშუალებით დატოვეს ტერიტორია. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს და არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში, არ უნდა გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა