ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები უზრუნველყოფილი იქნება იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი

ნახვები: 550 სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები უზრუნველყოფილი იქნება იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი

უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები უზრუნველყოფილი იქნება ისე, რომ ამერიკის პრეზიდენტის ვინაობის მიუხედავად დამოუკიდებლად იმოქმედოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცვლება თუ არა აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობები იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება, მილერმა განაცხადა, რომ ასეთი მხარდაჭერა გამყარებული იქნება ორმხრივი ხელშეკრულებებით, რომლებიც პირველი პირისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს.

„ჩვენ უნდა გავამყაროთ უსაფრთხოების გრძელვადიანი შეთანხმებები, რომლებიც გადააჭარბებს ნებისმიერ ადმინისტრაციას, ნებისმიერ მთავრობას, როგორც აქ, შეერთებულ შტატებში, ასევე ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის, რომლებმაც აიღეს გრძელვადიანი ვალდებულებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის“, – თქვა მან.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გაიხსენა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივ ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ კიევის მხარდამჭერი  გადაწყვეტილება კონგრესზეცაა დამოკიდებული.

„ყოველთვის, როცა კონგრესს ვთხოვეთ მეტი მხარდაჭერა უკრაინის მთავრობის, უკრაინელი სამხედროებისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, კონგრესი ამას ყოველთვის თანხმდებოდა. ჩვენ ველით, რომ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – თქვა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა