ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

შალვა პაპუაშვილი - ვაგრძელებთ განვითარებას, რათა აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ძლიერი საქართველო

ნახვები: 474 შალვა პაპუაშვილი - ვაგრძელებთ განვითარებას, რათა აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ძლიერი საქართველო

ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მალე მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„31 წელია, რაც ქართულ სახელმწიფოს მოწყვეტილი აქვს თავისი ძირძველი მიწა. საქართველო აგრძელებს ბრძოლას საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, თავისუფლებისა და წინსვლისთვის, ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მალე მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს – აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო.

ოცდათერთმეტი წლის წინ დატრიალებული ტრაგედია არის ათასობით ადამიანის პირადი ტრაგედია, ქვეყნის თავს დამტყდარი უდიდესი განსაცდელი და ჩვენი სამშობლოს წინაშე დამდგარი უმძიმესი რეალობა, რომელსაც ვერასდროს შევეგუებით.

ჩვენი მიზანი უცხადესია – ვიაროთ იმ გზით, რომელიც ჩვენი ძმების გულებისკენ მიდის. მშვიდობით, სიყვარულითა და პატიებით შევძლოთ ჩვენი სამშობლოსთვის იარების მოშუშება, ერთად სიარული და ერთად შენება, კვლავინდებურად ლაღი და ღირსეული თანაცხოვრება. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა.

დარწმუნებული ვარ, ეს დღე აუცილებლად დადგება და 14 აგვისტო საქართველოს ისტორიის ფურცლად იქცევა, ჭკუის სასწავლებელ ფურცლად. ჩვენი ვალია, ეს ტრაგიკული ფურცელი გადავფურცლოთ, რათა მომავალ თაობებს აფხაზეთის ხსენებისას, ტკივილის ნაცვლად, გამარჯვებისა და აღმშენებლობის სიხარული ეუფლებოდეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა