ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს, რა იქნება შემდეგი? - სტიქიას გადარჩენილი კობახიძეს მიმართავს

ნახვები: 549 გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს, რა იქნება შემდეგი? - სტიქიას გადარჩენილი კობახიძეს მიმართავს

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს, რა იქნება შემდეგი?" - ამ სიტყვებით ეხმაურება შოვში სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას. ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ის მარშრუტი, რაც მეწყრულ ღვარცოფში მოყოლილებმა თავის გადარჩენის მიზნით გაიარეს.

მარიამ ბერიანიძისთვის ირაკლი კობახიძის განცხადება სამარცხვინოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არსებობს ვიდეო და ფოტო მასალა იმის დამადასტურებელი, რომ სტიქიის ეპიცენტრში მოყოლილები არა კიდეზე, როგორც ამას კობახიძე ამბობს, არამედ მეწყერის შუაგულში იმყოფებოდნენ და გადარჩენისთვის იბრძოდნენ.

"როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო, მეწყერის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყერის შუაგულში ვიყავით და დიაააახხხ 3 საათი!!! 3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყერის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ. ან 

იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყერის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს! იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა რადგან მეწყერის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად  სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა !  - წერს მარიამ ბერიანიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა