კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

და საერთოდ, ვინც გადარჩა ისინი რა უფლებით გადარჩნენ? - მირცხულავა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

ნახვები: 581 და საერთოდ, ვინც გადარჩა ისინი რა უფლებით გადარჩნენ? - მირცხულავა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
"სამი საათი რა ამბავია, უნდა მომკვდარიყო იმ წამსვე, სხვები ხომ მოკვდნენ, ისინი ვინც ვერ გაქაჩა სამი საათი, ან ორი, ან ერთი. სამი საათი არა, მანდ წამებში კვდებიან. ისე, წამებშიც ჭაღარავდებიან ადამიანები კონკრეტულ ვითარებებში, მაგრამ ეგენიც მშიშარები არიან. მერე რა - დროც შეიძლება გაჩერდეს, წუთი გახდეს საუკუნე, მაგრამ სამი საათი არანაირად - ეს ტყუილია!",- ამის შესახებ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში   ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად წერს. 
 
 
 
"თუ არ დააკავოთ გარჩენილები თქვენ იყოთ მხდალების ჯოგი. დააკავეთ დაიჭირეთ, ჩაუტარეთ ექსპერტიზა, გამოაცხადეთ შეურაცხადებად, სხვებიც ისწავლიან ჭკუას.
ჰო, რატომ გადმოვიდა ერთი ნაპირიდან მეორეზე, გდებულიყო იქ - შეეშინდა, გადმოვიდა და მოინდომა გმირობა, თან "ოცნების" წევრიც არ არის.
სამი საათი რა ამბავია, უნდა მომკვდარიყო იმ წამსვე, სხვები ხომ მოკვდნენ, ისინი ვინც ვერ გაქაჩა სამი საათი, ან ორი, ან ერთი. სამი საათი არა, მანდ წამებში კვდებიან. ისე, წამებშიც ჭაღარავდებიან ადამიანები კონკრეტულ ვითარებებში, მაგრამ ეგენიც მშიშარები არიან. მერე რა - დროც შეიძლება გაჩერდეს, წუთი გახდეს საუკუნე, მაგრამ სამი საათი არანაირად - ეს ტყუილია!
და საერთოდ, ვინც გადარჩა ისინი რა უფლებით გადარჩნენ?
მომწონს ეს უტიფრობა, გულწრფელად მომწონს, მინიმუმ იმას ვხვდები, რომ ნახირის გვერდით ვცხოვრობ...",-წერს მირცხულავა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა