მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

კობახიძევ, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში - სტიქიას გადარჩენილი

14.08.2023 ნახვები: 1851

"ირაკლი კობახიძევ, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს", - ამ სიტყვებით მიმართავს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს სტიქიას გადარჩენილი კიდევ ერთი მოქალაქე.

31 წლის გიორგი ადამია 6 წლის შვილთან, თომასთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში გადარჩენას ცდილობდა. ადამია ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ის მარშრუტი, რაც მეწყრულ ღვარცოფში მოყოლილებმა თავის გადარჩენის მიზნით გაიარეს.

ადამია ამბობს, რომ საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ იბრძოდა საათების განმავლობაში ტასო ჯელაძე გადარჩენისთვის შუა მეწყერში. 

"ჩემი თვალით ვხედავდი როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი  მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ  და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის! - წერს გიო ადამია.

დღეს ირკლი კობახიძემ განაცხადა: 

"არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.

[...] ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ მე ცოტა მეეჭვება... ჰო, არ ვიცი... მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე. ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი.

ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით ვერაფერს მაგასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, კიდეებში მასის სიმაღლე იყო დაბალი, შესაბამისად, იქიდან გამოსვლა იყო შესაძლებელი და ყველა ასეთი ადამიანის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი უახლოეს პერიოდში. ამაზე მაქვს ზუსტად საუბარი, რომ ვინც გადაურჩა ღვარცოფულ მასას, ყველას იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი დაღამებამდე და ამაზე საუბრობდა შინაგან საქმეთა მინისტრიც. მაგრამ ვინც მოჰყვა თვითონ ამ მასაში, მათი გადარჩენა იყო, პრაქტიკულად, შეუძლებელი - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საუბრის დროს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა