საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს
თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
Ukraine informing international partners about Russian strike on nuclear waste storage facility – Zelensky
Unmanned aerial systems strike 26 Russian targets in occupied territories, Bryansk region overnight
Russia loses 1,350 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Tysiachovesna initiative receives over 1,000 applications – Zelensky
After casting ballot, Pashinyan says democracy will strengthen regional cooperation
შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

04.09.2023 ნახვები: 853

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფოს მხრიდან 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომ აეროპორტმა სრულფასოვნად შეასრულოს თავის ფუნქცია-მოვალეობები, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი სრულყოფილი უნდა იყოს არა მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებით, არამედ სრულად უნდა იყოს ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ აეროპორტს აქვს.

„ამიტომ ჩვენ გვჭირდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. იცით, რომ ქუთაისის აეროპორტში არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბევრი პრობლემა გააჩნია და, ექსპერტული დასკვნების შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. უკვე მიმდინარეობს პროექტირება და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი, რომლის შესაბამისად შევარჩევთ მშენებელ კომპანიას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3.5 კმ სიგრძის იქნება და 18 თვეში უნდა იყოს დასრულებული.

„განახლებული აეროპორტი ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ყველა ტიპის ხომალდი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი – 90%-ით, ხოლო განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა 76%-ით მეტია. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც – პანდემიამდე, 2019 წლის ივლისის პერიოდთან შედარებით, 2023 წელს რეისების რაოდენობა 94%-ით არის გაზრდილი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა