ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

დაასანქცირებს თუ არა ამერიკა ივანიშვილს - კრის სოჩა სანქციებზე ალაპარაკდა

ნახვები: 509 დაასანქცირებს თუ არა ამერიკა ივანიშვილს - კრის სოჩა სანქციებზე ალაპარაკდა

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის მრჩეველი, კრის სოჩა აცხადებს, რომ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კონგრესის წევრები მიესალმნენ.

მისი თქმით, მიმდინარეობს დისკუსია დამატებითი სანქციების და ასევე იმის შესახებ, შევლენ თუ არა შავ სიაში სხვა სუბიექტები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"სანქციების საკითხი კვლავ განხილვის თემაა ვაშინგტონში, როდესაც ადმინისტრაციამ დააწესა სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, კონგრესის წევრები ამას მიესალმნენ. გაჩნდა კითხვები, რა იქნება შემდეგ - დაუწესდება თუ არა სანქციები მეტ მოსამართლეს? შევა თუ არა შავ სიაში სხვა სუბიექტები საქართველოდან, მათ შორის ივანიშვილი. ეს არის მიმდინარე დისკუსია, ველოდებით ადმინისტრაციის მომდევნო ნაბიჯებს. შემდგომ ქმედებებს განიხილავს აშშ-ის კონგრესიც, ეს ვაშინგტონში ახლა ღია კითხვად რჩება.

სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციებია, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ ჩვენი მხრიდან დაკვირვებას, ადამიანებზე, საქართველოს საზოგადოებასა და მთავრობაში, თუ რას აკეთებენ ისინი ადამიანის უფლებების, ასევე, ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის ხელის შეშლის კუთხით. თუ აშშ-ის მთავრობა ან კონგრესი დაადგენს, რომ ისინი აფერხებენ ქართველი ხალხის ნებას, ნახავთ დამატებით სანქციებსაც", - განაცხადა მან.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

 

ფორმულა

 

 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა