No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

რუსეთი ღამით უკრაინის დედაქალაქს 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა

ნახვები: 508 რუსეთი ღამით უკრაინის დედაქალაქს 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა

საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე ოცზე მეტი რუსული თვითმფრინავის განადგურება მოახერხეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„თავდაპირველად ეს იყო „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. დრონები დედაქალაქში ჯგუფურად და სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავდნენ“, – წერს პოპკო.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნამსხვრევები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა.

როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები მრავალსართულიანი კორპუსის ბინას დაეცა, მცხოვრებლებმა ხანძრის ჩაქრობა თავად შეძლეს. მერიაში აცხადებენ, რომ სვიატოშინსკის რაიონში, სოვკის პარკის მიდამოში ნამსხვრევები ჩამოივარდა და ხანძარი გაჩნდა. კლიჩკოს თქმით, პოდოლსკის რაიონში ნამსხვრევები ღია ადგილას დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია მანქანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ელექტროგადამცემი ხაზები და გზები.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა