4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი აღძრულია, საკონსტიტუციო სასამართლოში ინფორმაცია დღეს ოფიციალურად შევიდა

ნახვები: 496 ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი აღძრულია, საკონსტიტუციო სასამართლოში ინფორმაცია დღეს ოფიციალურად შევიდა

იმპიჩმენტის საკითხი არის აღძრული. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოფიციალურად შევიდა ინფორმაცია, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა, რის შემდეგაც, საკითხი დაბრუნდება პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მართალია, იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის რესურსი პარლამენტში არ არსებობს, რადგან სალომე ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევის დადგენის ფაქტი არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი.

„ადამიანმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ კონსტიტუცია. იმპიჩმენტის საკითხი არის აღძრული. დღეს ოფიციალურად შევიდა ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა, რის შემდეგაც ბუნებრივია, საკითხი დაბრუნდება პარლამენტში. რა თქმა უნდა, 100 ხმის რესურსი არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ დადგინდება სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, რაც არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ მოხდება იმის ლუსტრაცია რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთიანი დღის წესრიგით მოქმედებენ. მათ ჰყავთ საერთო პატრონი“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა