No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

მიხეილ სააკაშვილი - რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? - პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას უბრალოდ გადაყლაპავს

ნახვები: 508 მიხეილ სააკაშვილი - რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? - პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას უბრალოდ გადაყლაპავს

რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? - პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის

ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას უბრალოდ გადაყლაპავს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა “უკრაინსკაი პრავდაში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

“საქართველოში ვარდების რევოლუციისა და უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ პუტინმა სასიკვდილო საფრთხე იგრძნო. იუშჩენკო მოწამლა და თავისი ჯარის მობილიზება მოახდინა…

რუსული სამხედრო მანქანის შემდეგი შემადგენელი ნაწილი მეხუთე კოლონაა - რომლებიც მედვედჩუკისა და ივანიშვილის, შორისა და პლახოტნიუკის მსგავს ადამიანებს მოიცავს. მათი მიზანია, რუსული და ადგილზე მოპარული ფულის გამოყენებით ძალაუფლება დაიკავონ. საქართველოში ივანიშვილის წყალობით მათ ეს გამოუვიდათ…

სწორედ ეს მეხუთე კოლონა ადანაშაულებდა საქართველოს 2008 წელს რუსეთის პროვოცირებაში და უკრაინას იმაში, რომ მან თავად გამოიწვია ყირიმი და მაიდანი 2014 წელს…

რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? მოხდება ის, რომ ერთ-ორ წელიწადში ის [უკრაინა] აუცილებლად დაეცემა, და პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას ის უბრალოდ, ამის მსვლელობისას, გადაყლაპავს, პრაქტიკულად რამე მნიშვნელოვანი ძალდატანების გარეშე”, - წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა