ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia
Svyrydenko: 25 companies join Ukraine's private air defense initiative
Ukraine announces ceasefire from May 6, awaits reciprocal steps from Russia – Zelensky
Russia declares unilateral 'ceasefire' on May 8-9

თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით -"შაბათის ეთერს" ექსკლუზიური კადრები

23.09.2023 ნახვები: 728


"შაბათის ეთერს" ექსკლუზიური კადრები - ეს არის ჯერ ჯერობით ერთად ერთი-ვიდეომასალა, რომელიც დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას ასახავს. 

ვიდეომასალაში ჩანს 50-მდე თავდამსხმელი და ისმის შეძახილებს, რომლის შინაარსიც ადასტურებს რომ თავდასხმას, ოპოზიციონერ დეპუტატზე პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. "ირაკლი ეძგვერაძე თქვენი დრო აღარ არის"- ისმის თავდამსხმელების ხმა. 

ვიდეო-მასალა "შაბათის ეთერმა" ცოტა ხნის წინ მოიპოვა, "ტვ პირველის" რედაქციაში ამ წუთებშიც მიდის მისი პროგრამული დამუშავება თავდასხმაში მონაწილე და ამ კადრებში ასახული ადამიანების ვინაობის დასადგენად?

რატომ აქციას თბილისის კიდევ ხელიხელ სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად - თავდასხმის დამკვეთად კახი კალაძის ახლო მეგობარი, დეპუტატი კოტე ზარნაძე სახელდება, შემსრულებლად კი ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის გლდანის დაჯგუფება.

რა მოხდა გუშინ?

სამშობლოს ღალატსა და რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის თემაზე დეპუტატები შედგა საკრებულოში, ამ დროს ერთმანეთს კახი კალაძის მეგობარი, დეპუტატი კოტე ზარნაძე და ნიკა მელიას მეგობარი დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ. ზარნაძემ ეძგვერაძეს დროშა ესროლა, ეძგვერაძემ კი მას შუკაკიძის "შნირი" უწოდა.

ამ ჩხუბიდან 5 საათის შემდეგ ირაკლი ეძგვერაძე სახლში დაბრუნდა, ის გლდანში ცხოვრობს, სწორედ ამ დროს დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს, საკრებულოს დეპუტატი. ეძგვერაძემ თქვა, რომ დამკვეთი "ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძეა, შემსრულებელი კი ნოდარ შუკაკიძის დაჯგუფება. 

ვინ არის ნოდარ შუკაკიძე?

ნოდარ შუკაკიძე გლდანელი ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელიც ახლა საბერძნეთში იმყოფება. შუკაკიძის ძმები კი ამ დრომდე გლდანში ცხოვრებენ. მათი სახლი მხოლოდ ამ კრიმინალური თავდასხმას არ უკავშირდება. 2020 წლის არჩევნების დროს, ასევე გლდანის პირველ მიკრორაიონში ნიკა მელის შტაბი გადაწვეს.

მაშინ ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე "შაბათის ეთერმა" მოამზადა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ შტაბის გადაწვაში, შუკაკიძის დაჯგუფების წევრები მონაწილეობდნენ, რომლებიც მათი ახლო მეგობრის დაბადების დღეზე ქეიფის შემდეგ, ოპოზიციის კანდიდატის შტაბის დასაწვავად წავიდნენ. ეს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გამოიძია - გომელაურმა ვერ დაადგინა, ვინ გადაწვა ოპოზიციის ლიდერის ოფისი. მაშინ გლანდში ამავე დაჯგუფების წევრები "ტვ პირველის" ჟურნალისტს დაუპირდაპირდნენ. 

რაც შეეხება ნოდარ შუკაკიძის კავშირებს "ქართულ ოცნებასთან" -  საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი ხელისუფლებას გლდანში არჩევნების მოგებაში ეხმარება. შუკაკიძე გლდანში დიდი გავლენებით სარგებლობს.

შუკაკიძე მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" არ თანამშრომლობს, "შაბათის ეთერის" არქივში ინახება კიდევ ერთ ე.წ. კანონიერი ქურდის, "ჭია"-ს ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ის ჰყვება, რომ ნოდარ შუკაკიძე სხვადასხვა ხელისუფლების პოლიციასთან გარიგებაში შედის და მათგან პრივილეგიებს იღებს. 

თავდასხმა და "კანონიერი ქურდის" ძმა

დაზარალებულის, ირაკლი ეძგვერაძის მტკიცებით, თავდასხმის ორგანიზატორია კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე, რომელიც არჩევნების დროს ამომრჩევლის დაშინებით არის დაკავებული, რომ მათ ხმა ივანიშვილის პარტიას მისცენ. 

ნოდარ შუკაკიძე იმ "კანონიერ ქურდებს" შორისაა, ვინც საბერძნეთის ციხეში განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა