ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ბექა ოდიშარია - ფულს ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, კეზერაშვილი იხდის ფულს და წავიდა ორკესტრი, რომ მიიღოს ახალი რეპერტუარი, მოქმედების გეგმა

ნახვები: 511 ბექა ოდიშარია - ფულს ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, კეზერაშვილი იხდის ფულს და წავიდა ორკესტრი, რომ მიიღოს ახალი რეპერტუარი, მოქმედების გეგმა

ფულს ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, კეზერაშვილი იხდის ფულს და წავიდა ორკესტრი მის სანახავად, რომ მიიღოს ახალი რეპერტუარი და მესიჯები, მოქმედების გეგმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ოდიშარია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

„ასეთი ფრთიანი გამოთქმა არის, რომ ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. ამიტომ კაცი იხდის ფულს, შეუკვეთა მუსიკა და წავიდა ორკესტრი მის სანახავად, რომ ალბათ მიიღოს ახალი რეპერტუარი და მესიჯები, მოქმედების გეგმა. აბა, თავისით რა უნდა გააკეთოს პარტიის ახალმა თავმჯდომარემ?“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა