4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადაფორმების პროცესი სააკაშვილის გარემოცვიდან კეზერაშვილის დაჯგუფებაზე - არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 496 მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადაფორმების პროცესი სააკაშვილის გარემოცვიდან კეზერაშვილის დაჯგუფებაზე - არჩილ თალაკვაძე

მოსაძებნია, რომელიმე რეისით ნოტარიუსიც ხომ არ არის წასული კვიპროსში, ვინაიდან, მიმდინარეობს პარტიის გადაფორმების პროცესი სააკაშვილის გარემოცვიდან კეზერაშვილზე და კეზერაშვილის დაჯგუფებაზე , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს პროცესი 2024 წლის არჩევნებში უდავო კრახით დასრულდება.

"ნაციონალური მოძრაობა" იქამდე მივიდა უკვე, რომ საქართველოში ვეღარ იკრიბებიან და ვეღარ წყვეტენ საკითხებს, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არაფორმალური მმართველობაა რადიკალური ოპოზიციის შიგნით და ეს არ იმართება საქართველოდან. პროცესში ის ადამიანები არიან ჩართულნი, რომლებიც ან საერთაშორისო ძებნის ქვეშ არიან, ან სხვადასხვა სახელმწიფოს გამოძიება ეხებათ. ალბათ, ადგილიც და დროც ამიტომ შეარჩიეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ "სააკაშვილის მისაღები ცენტრის" გახსნა არის სააკაშვილის გარემოცვის მცდელობა, რომ "პარტიული კრიზისის დროს, როგორმე სააკაშვილი მედიის ზედაპირზე დარჩეს".

“მისი თანაგუნდელები შეკრებილნი არიან კვიპროსში და მას საბოლოოდ ართმევენ პარტიას, მიდის პარტიის გადაფორმების პროცესი. რა თქმა უნდა, სააკაშვილის გარემოცვას სჭირდება, როგორმე ის მედიის ზედაპირზე დატოვონ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა