4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ დაჯგუფებას და არა ღაზის მოსახლეობას

ნახვები: 496 ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ დაჯგუფებას და არა ღაზის მოსახლეობას

ისრაელს არ სურს, ზიანი მიაყენოს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ დაჯგუფებას და არა ღაზის მოსახლეობას. ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, ვიცხოვროთ „ჰამასის“ ისლამური სახელმწიფოს მმართველობით ჩვენს საზღვრებთან“, – ამბობს ჰაგარი ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, პალესტინელების ევაკუაციის ბრძანება მიზნად ისახავს „მოქმედების თავისუფლებას“ და „ჰამასის“ წინააღმდეგ ზიანის გაღრმავებას.

„„ჰამასმა“ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი აქტი, რომელიც მსოფლიოს უნახავს. ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობის ევაკუაციას, რათა დავანგრიოთ ეს ორგანიზაცია“, – ამბობს ჰაგარი.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, გაერო ამბობს, რომ ასეთი ევაკუაცია 24 საათის განმავლობაში შეუძლებელი იქნება და მათ ესმით, რომ ამას რამდენიმე დღე დასჭირდება.

„ჩვენ ვაგზავნით გაფრთხილების შეტყობინებას საკომუნიკაციო არხებით არაბულად. არსებობს გზები, რომ მესიჯი მივიდეს მოსახლეობამდე. ვინც არ უსმენს ამ რეკომენდაციებს, საფრთხეში აყენებს თავის ოჯახს“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ამასთან ერთად, ჰაგარი ასევე ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ძალისხმევა მიმართულია „ჰამასის“ ხელმძღვანელი პირების მოკვლაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა