4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ფინანსთა სამინისტრო - ინფორმაცია, რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, არის სრული სიცრუე

ნახვები: 496 ფინანსთა სამინისტრო - ინფორმაცია, რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, არის სრული სიცრუე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მედიაში გასული სიუჟეტი, სადაც მტკიცებით ფორმაში ითქვა, თითქოს ხელთ აქვთ ე.წ „უტყუარი მტკიცებულებები" თუ როგორ უპრობლემოდ აგვარებენ რუსეთის მოქალაქეები ავტომობილების გაყვანას კანონის გვერდის ავლით“ და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, სრული სიცრუეა.

უწყების განმარტებით, საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების შესახებ მომზადებულ მორიგ სიყალბესთან დაკავშირებით და განმარტოს შემდეგი:

2023 წლის 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია ,,ფორმულას" მიერ, გადაცემა - ,,შაბათის ფორმულაში" გასული სიუჟეტი იყო ცალსახად, დეზინფორმაციული შინაარსის და მისი გავრცელება კიდევ ერთხელ ემსახურება მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

აღნიშნულ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში ითქვა, თითქოს მათ ხელთ ჰქონდათ ე.წ „უტყუარი მტკიცებულებები" თუ როგორ უპრობლემოდ აგვარებენ რუსეთის მოქალაქეები ავტომობილების გაყვანას კანონის გვერდის ავლით“ და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, არის სრული სიცრუე და თავად მედია საშუალების მიერ შექმნილი ყალბი პროპაგანდა.

ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ავტორების მიერ არის არასრულად გავრცელებული და მოკლებულია ობიექტურ/მაიდენტიფიცირებელ განმარტებას. კონსულტაციის მიმდინარეობისას ოპერატორის მიერ, დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით, მოხდა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საინფორმაციო ბმულის მიწოდება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.

ამასთან, რათა არ მოხდეს, უწყების მიერ, უკვე არაერთგზის, გავრცელებული განცხადებების/განმარტებების შინაარსის კვლავ დუბლირება გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმულები:

https://rs.ge/Callcenterguides?Listofsanctionedgoods,personsandcompanies&guid=0641DC256C2915E9E0637A0214AC6D8B

https://rs.ge/NewsArchive?newsId=1062

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ინფორმაციის გავრცელების მაღალი სტანდარტის შესაბამისად, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის მცდარი ფაქტების მიწოდებისგან, უწყებისა და ქვეყნის დისკრედიტაციისგან“,- ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა