No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 508 თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს - ირაკლი კობახიძე

ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია - აქ ჩანს, სად დგას ეს ადამიანი - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ - თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო. კობახიძის შეფასებით, ხალხმა სალომე ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ „ნაციონალი“ პრეზიდენტი არ უნდოდათ.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებების, რომელიც არის აბსოლუტურად ზრდილობას გაცდენილი, არც მეტი არც ნაკლები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები „პატარა კაცები“. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვის კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა. ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა. ის პატარა კაცი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ. აქ ხომ ჩანს რეალურად, რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად - იქ, სადაც არ შეიძლება ღირსეული ქართველის ყოფნა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ყოფნა, იქ არის ზუსტად სალომე ზურაბიშვილი და ეს არის ამ არათანმიმდევრულობის მიზეზი. თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები, რატომ? იმიტომ რომ არავის არ უნდოდით პრეზიდენტად. არც პირველ ტურში არც მერე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი. პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს სხვადასხვა გარემოებას და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა