უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

სახალხო დამცველი - სიძულვილის ენა პრობლემაა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, სახელმწიფომ ბალანსი სწორად უნდა დაიცვას

ნახვები: 553 სახალხო დამცველი - სიძულვილის ენა პრობლემაა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, სახელმწიფომ ბალანსი სწორად უნდა დაიცვას

სიძულვილის ენა პრობლემაა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, სახელმწიფომ ბალანსი სწორად უნდა დაიცვას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

იოსელიანი აცხადებს, რომ „სიძულვილის ენას არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უპირისპირდება კანონმდებლობა და ეს ბუნებრივია“.

„სიძულვილის ენა ჩვენს ქვეყანაში არის პრობლემა და ამას მგონი ეს დარბაზი ყველაზე კარგად განასახიერებს, როცა აქ ვიყავი მე სიძულვილის გარდა ამ დარბაზში არაფერი სხვა არ მინახავს ადამიანებისგან ერთმანეთის მიმართ. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება არის ის სიკეთე, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს არანაირი საფუძვლით და ეს ბალანსი სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორად. თუმცა, ის, რომ სიძულვილის ენას არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უპირისპირდება კანონმდებლობა, საერთაშორისო კანონმდებლობა მათ შორის, ეს ბუნებრივია და ეს არახალია”, - განაცხადა იოსელიანმა.

შეკითხვას, რამდენად არის დაცული ცვლილებებით ის „ბალანსი“, რომელზეც საუბრობდა, იოსელიანმა აღარ უპასუხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა