ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

კახა კალაძე - 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს

ნახვები: 509 კახა კალაძე - 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს

მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით ყველა არჩევნებში იმარჯვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ყველაფერი იქნა შესრულებული და გაკეთებული, უბრალოდ, არანაირი არგუმენტი არ რჩება, რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. თუ ისევ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით. დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველო 100%-იანი მიიღებს სტატუსს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩარჩენილია იმ წარსულში და იმ სიბინძურეში, რა მეთოდებითაც მართავდნენ ქვეყანას. ამ ადამიანებმა ვერ გააკეთეს სწორი ანალიზი, რატომ გაისტუმრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იქ, სადაც იმყოფებიან. დღეს, საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით ყველა არჩევნებში იმარჯვებს. გარწმუნებთ, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის მიმართ, იმავეს აგრძელებენ დღესაც. ეს არის საშიში ძალა, რომელიც მზად არის სხვა ქვეყნის ინტერესების გამო გაწიროს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი. ისინი იქნებიან იქ, სადაც იმსახურებენ და იმყოფებიან“,-აღნიშნა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა