სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

გია ვოლსკი - ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით

ნახვები: 501 გია ვოლსკი - ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით

ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, არიან ოპოზიციონერები, რომლებიც პარტნიორებს ეუბნებიან, რომ ქვეყანას სტატუსის მიცემა არჩევნების შემდეგ გადაუვადონ.

ვოლსკის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ამ განცხადებას აკეთებს სამნიძე, რომელიც მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „გააფთრებით მებრძოლი“ ოპოზიციონერია.

„რამდენად სკანდალურია სამნიძის განცხადება, არ ვიცი. სკანდალური ის არის, რომ ოპოზიციის აქტიური, გააფთრებული მებრძოლი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, საუბრობს ისეთ თემაზე, რაც ისედაც ცნობილი იყო - ეს არის სკანდალური, თორემ ახალს არაფერს ამბობს. ის, რომ ბრიუსელის და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში დარბოდნენ და საქართველოზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ აქ შავი ხვრელებია და რუსეთი საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდს უვლის, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას. ეს სქემა აშკარა გახდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მათ შორის, ხათუნა სამნიძის განცხადებაც, რასაკვირველია, ამ რიგში უნდა განვიხილოთ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა