უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ირაკლი ღარიბაშვილი - სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება

ნახვები: 554 ირაკლი ღარიბაშვილი - სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება

როცა საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური დინამიკაა.

„საერთოდ, ძალიან უსუსურად გამოიყურება მთელი ეს ოპოზიცია. როგორც ჩანს, მათ იციან, რომ მართლაც, რაღაც პოზიტიური დინამიკაა და რაღაც ხდება, პოზიტიური მოლოდინი არსებობს, თუმცა მე არ მინდა, კიდევ უფრო მეტი ვთქვა. წინასწარ თავს იზღვევენ და ასეთი უსუსური გამართლება აქვთ, რომ ხალხმა უნდა მიიღოს. უკაცრავად და, ხალხის არჩეული მთავრობა ვართ ჩვენ, ხალხის დაკვეთას ვასრულებთ ჩვენ, მთავრობა. ხალხის დაკვეთა იყო, როცა ჩვენ და მე პირადად, მქონდა ის ბედნიერება, რომ ხელი მოვაწერე ასოცირების შეთანხმებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, მოვაწერეთ ხელი თავისუფალ ვაჭრობას და ევროპული პერსპექტივა მივიღეთ, რომელზეც ვერ იოცნებებდა, ვერც სალომე ზურაბიშვილი, ვერც ოპოზიცია და, ვერც ვერავინ ქვეყანაში. ეს ყველაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა ხელისუფლებამ. სტატუსს, როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის. ეს მინდა მკაფიოდ ვთქვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა