პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

კახა კალაძე - ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა

ნახვები: 507 კახა კალაძე - ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა. შესაძლოა, ამას ვიღაც გარედან უჭერდეს მხარს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ცვლილებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ცვლილებები „ქართული ოცნების“ მოგონილი არ არის და ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაშია ანალოგიური კანონი“.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომ ვიღაც ჯგუფებმა გარკვეული დაძაბულობა და არეულობა შექმნან, ჩვენ პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ. მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტის მიღება. ვინც შეეწინააღმდეგება ამას და ვინც ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იმ რადიკალური კურსის გამტარებელია, რაზეც სუს-ი საუბრობდა.

უნდა აღნიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა. შესაძლოა, ამას ვიღაცები გარედან უჭერდეს მხარს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ“, -აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მან „გირჩი-მეტ თავისუფლებასა“ და „დროას“ პოლიტიკურ საქმიანობაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ისინი რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები არიან. მისივე თქმით, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას პოლიტიკურ მომავალს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.

„სამწუხაროდ, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები არიან. მათ ქმედებებს და პოლიტიკურ მომავალს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ყოველთვის განწირულები არიან მარცხისთვის. არამხოლოდ ეს ორი ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ძალა, თუ პოლიტიკოსი, ვინც რადიკალიზმით არის დაკავებული“,- აღნიშნა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა