სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

გია ვოლსკი - გაერო-ს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ გამაოგნებელი განცხადება თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით - ანგაჟირებული განცხადება გაკეთდა

ნახვები: 500 გია ვოლსკი - გაერო-ს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ გამაოგნებელი განცხადება თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით - ანგაჟირებული განცხადება გაკეთდა

გაეროს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ გამაოგნებელი განცხადება, თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით - ანგაჟირებული, ყოვლად გამაოგნებელი განცხადება გაკეთდა, რომელიც არ ეკადრება გაერო-ს და მის სტრუქტურას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, გაუგებარია, "როგორ შეიძლება სუს-ზე ილაპარაკოს ადამიანმა, როცა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს" და მხოლოდ 10 დღეა აქ იმყოფება.

"რბილად რომ ვთქვათ, ეს არის გამაოგნებელი განცხადება, თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით რაც გაეროს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ. გაერო პოლიტიკურ თემებზე განცხადებებს არასდროს აკეთებდა. ეტყობა სპეციალური რაღაც ამოცანა აქვს, არ ვიცი, ვისი ზემოქმედებით მოქმედებს, რამ განაპირობა მისი ეს განცხადება, მაგრამ ყველა თემა შეიძლება იქნას შეფასებული, როგორც გამაოგნებელი უსამართლობა, ძალიან რბილად. პირველ რიგში, გაეროში ეტყობა არ ყოფილა, ან გაეროს შენობაში, სადაც ჟურნალისტებს ერთი ადგილი აქვთ მიჩენილი და ვისაც გადაწყვეტს ქვეყნების ჯგუფი, ის მიდის და აკეთებს კომენტარს. არავის უნახავს, რომ ვინმე გაეროს დერეფნებში დასდევდნენ მის წარმომადგენლებს.

როგორ შეიძლება მშვიდობიანი უწოდო დემონსტრაციას, სადაც ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ შეიძლება სუს-ზე ილაპარაკოს ადამიანმა, როცა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს - 10 დღეა აქ იმყოფება ან რაში შეამჩნია პოლიტიზება, ან რა მაგალითო მოიყვანა, აქედან გამომდინარე გაკეთებულ იქნა ანგაჟირებული, ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომელიც არ ეკადრება გაეროს და არ შეესაბამება მის სტრუქტურას საერთოდ და საქმიანობას საქართველოში. გამაოგნებელი იმას ჰქვია, რომ გაგაოგნებს თავის უსამართლობით, არაპროფესიონალიზმით და საერთოდ, გაეროს მანდატთან შეუსაბამობით,"- განაცხადა ვოლსკიმ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა პრესკონფერენციაზე, სადაც საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შესაძლო სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე ორგანიზაცია „კანვასის“ კადრების გასაჯაროებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ სიუჟეტის წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე, დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები.

"ჩემი აზრით [სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში] არაფერი იყო ისეთი, რაც მას ტრენინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს მისცემდა - ტრენერს, რომელიც კადრში ჩანს, არც ერთხელ გაუკეთებია რაიმე მინიშნება ან მოწოდება ძალადობაზე,"- განაცხადა ლოლერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა