უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი ესპანეთთან მატჩით დაასრულა

ნახვები: 554 საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი ესპანეთთან მატჩით დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ჯგუფის ლიდერს, ესპანეთს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

ვალიადოლიდის „ესტადიო ხოსე სორილიაზე“ გამართულ მატჩში ვილი სანიოლმა გუნდში ერთი ცვლილება შეიტანა – ტრავმირებული ლევან შენგელიას ნაცვლად, შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი დაბრუნდა.

შეხვედრა ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო – უკვე მე-4 წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ანგარიში „რეალ სოსიედადის“ მცველმა რობინ ლე ნორმანმა გახსნა. თუმცა მე-10 წუთზე ბოლო მატჩებში შეთამაშებულმა დუეტმა გაისროლა – გიორგი ჩაკვეტაძემ სწრაფი კონტრშეტევით დასარტყმელ პოზიციაზე ხვიჩა კვარცხელია გაიყვანა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

ამის შემდეგ ესპანეთმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა გუნდი ოთხჯერ გადაარჩინა. ჩვენები კონტრშეტევას ფაქტობრივად ვერ ახერხებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე უპირატესობით ვერ ისარგებლეს და ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ნახევარში მატჩის სურათი არა, მაგრამ ანგარიში კი მალე შეიცვალა – 55-ე წუთზე ხოსე გაიას გადაცემით ფერან ტორესმა ზუსტი თავური დარტყმით მასპინძლები ისევ დააწინაურა. 72-ე წუთზე კი ლამინ იამალის ჩაწოდების მოგერიებისას ლუკა ლოჩოშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 3:1.

75-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ. ეს მისთვის ევრო 2024-ის შესარჩევზე მესამე ყვითელი ბარათია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შემდეგ მატჩს ტოვებს. თუმცა, უეფა-ს წესებით, ბარათი ევროშესარჩევიდან ერთა ლიგის პლეი ოფზე არ გადაჰყვება. ასე რომ, კვარაცხელია მარტში, პლეი ოფში ითამაშებს.

საბოლოოდ, ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, 21 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი 8 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა