კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე

ნახვები: 582 ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე, მეტიც, თუ უნდათ, არსებული გაასამმაგონ - "ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ვერ შენიღბავთ იმ შიშს და აცახცახებულ ტონს, რაც იკითხება კობახიძის განცხადებებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" ავითარებს ნარატივს, თითქოს ოპოზიციური სპექტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო აპირებს გაერთიანებას, რაც სპეკულაციაა.

„ბოლო ერთი კვირაა ვაკვირდებით, როგორ ავითარებს "ოცნება" თაღლითურ ნარატივს, რისთვისაც იყენებს თავის ჯიბის ორგანიზაცია "გორბის" გაყალბებულ კვლების შედეგებს და ბარიერის საკითხს. ისინი ავითარებენ შემდეგ ლოგიკას- "როგორ აპირებს ხელისუფლების დამარცხებას ოპოზიცია, რომელსაც ბარიერის პრობლემა აქვს, ე.ი. აპირებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას." ეს არის თაღლითური ნარატივი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაზარდოს ისტორიულ მაქსიმუმამდე ბარიერი, 7 პროცენტიანი ბარიერიც ახსოვთ ამ ქვეყანაში, მეტიც, გაასამმაგონ თუ უნდათ, 15 პროცენტამდე ასწიონ, არავის მათი სპეკულაციური ნარატივის არ ეშინია. პირიქით, ამ ყველაფერს ისინი იყენებენ იმ შიშის შესანიღბად, რაც უკავშირდება მათი კვლების რეალურ შედეგებს, რომლითაც ისტორიულ მინიმუმზეა "ოცნების" რეიტინგი.

ვერ შენიღბავთ იმ შიშს და აცახცახებულ ტონს, რაც იკითხება კობახიძის განცხადებებში და პირდაპირ აჩვენებს შიშს და ძალას ჩვენი პარტიის, როცა ყოველ სამ სიტყვაში გახარიას ახსენებს ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბალი რეიტინგით შეასაღოს ეს პარტია ამომრჩეველს. 2021 წლის არჩევნებზე ვნახეთ, როგორ წკიპზე იყო "ოცნება" ძალაუფლების დაკარგვის კუთხით და მოუწიათ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანა, რომ ამომრჩევლის კონსოლიდაცია გაეკეთებინა თავის მხარეს. ამ პოლიტიკური საფრთხობელით ვერავის დააშინებთ, თქვენ შეიძლება გადადგათ ნაბიჯი ამ შიშის გამო და სააკაშვილი შეიძლება არჩევნებამდე გამოუშვათ ციხიდან, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწევთ და 2024 წლის არჩევნებზე წაბრძანდებით ძალაუფლებიდან",- განაცხადა ლილუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ფრიდონ ინჯიას ინიციატივას ძველ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, რომელზეც "ქართული ოცნება" ოპოზიციას დამატებით კონსულტაციებს სთავაზობს და აღნიშნა, რომ შეხვედრას არ აპირებენ, რადგან მათი პოზიცია ისედაც ცნობილია.

"საარჩევნო გარემოს დამატებით კითხვის ნიშნები არ სჭირდება, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და თუ რაიმე ლოგისტიკურ პრობლემებს უკავშირდება ეს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენი პოზიცია ცნობილია და არავითარ შეხვედრას ამ საკითხზე არ ვაპირებთ",- განაცხადა ლილუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა