No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

შალვა პაპუაშვილი - თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა სიკეთე გაუკეთოს ამ ქვეყანას და საკუთარ მხარდამჭერებსაც, ერთადერთი მანიფესტი, რასაც მათ ხელი უნდა მოაწერონ, არის პარტიის დაშლის მანიფესტი

ნახვები: 508 შალვა პაპუაშვილი - თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა სიკეთე გაუკეთოს ამ ქვეყანას და საკუთარ მხარდამჭერებსაც, ერთადერთი მანიფესტი, რასაც მათ ხელი უნდა მოაწერონ, არის პარტიის დაშლის მანიფესტი

თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რაიმე სიკეთე გაუკეთოს ამ ქვეყანას და საკუთარ მხარდამჭერებსაც, ერთადერთი მანიფესტი, რასაც მათ ხელი უნდა მოაწერონ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მანიფესტი. ეს არის ერთადერთი სიკეთე, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 წლის განმავლობაში ბოროტების, ზიზღის, წამების და ადამიანის ღირსების აყრის გარდა არაფერი მოუტანია ქვეყნისთვის.

„20 წელია ემტერებიან საქართველოს, შექმნილი აქვთ 20-წელია ანტი-ქართული პლატფორმა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს დამატებით ჰქონდათ სახელისუფლო ბერკეტები და ძალადობდნენ სახელისუფლებო ბერკეტებით, ახლა არიან ოპოზიციაში და ძალადობენ სიტყვიერად და სხვა მეთოდებით, რაც მათ აქვთ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ 20 წლის იუბილეს - კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ერთადერთი რაც ამ პარტიამ მოუტანა საქართველოს, ყოფილი პრეზიდენტის, ახლა უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ბიძამ განაცხადა - ეს არის დაყოფა, ერთმანეთთან დატაკებული საზოგადოებები და ა.შ. ეს არის პარტია, რომლის დნმ კოდში დევს ზიზღი, ბოღმა, კრიმინალი, ადამიანების წამება და ანტი-ქართული პოლიტიკის გატარება. პრობლემა არის მათში და ამ პრობლემას გადაწყვეტა არ აქვს, ერთადერთი, რაც შეუძლიათ მათ გააკეთონ სიკეთე ქვეყნისთვის - შექმნან მანიფესტი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შესახებ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის საკითხი უნდა დაიხუროს, რადგან 6-მა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ 5%-თან და ზოგიერთი აწევასაც ითხოვს.

„პოლონეთში ჩატარდა არჩევნები 5%-იანი ბარიერით პარტიებისთვის და ამ 5%-იანი ბარიერის ფარგლებში 5-მა პარტიამ გადალახა და ხელისუფლებაც კი, შეიცვალა, ამიტომ მოემზადონ არჩევნებისთვის. გადამწყვეტი არის ბარიერი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება. ხალხის ნება ბოლო 11 წლის განმავლობაში, რაც არის ეს, კიდევ ერთხელ გამოვლინდება 2024 წელს, რომ რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ანტი-ქართულ პლატფორმებს მხარს არ დაუჭერს. სხვანაირად როგორ უნდა აუხსნა ოპოზიციურ პარტიებს ვეღარ ვხვდები, როდესაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, ქართველი ხალხი მათ მხარს არ უჭერს - ეს არის აქსიომა და ელემენტარული ჭეშმარიტება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა