პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ეროვნული ბანკი - 2023 წლის ოქტომბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა - 432 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 521 მლნ ლარით გაიზარდა

ნახვები: 491 ეროვნული ბანკი - 2023 წლის ოქტომბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა - 432 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 521 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 953.05 მლნ ლარით, ანუ 1.94%-ით გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოს 50.12 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 431.98 მლნ ლარით, ანუ 1.60%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 521.07 მლნ ლარით, ანუ 2.36%-ით გაიზარდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.21 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც, წინა თვესთან შედარებით, 2.51%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 14.04 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.43%-ით აღემატება.

მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.06%-ით, ანუ 275.01 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 26.12 მლრდ ლარი შეადგინა. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.82 პროცენტი შეადგინა და, წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.18 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა