კონსტანტინე ჩახუნაშვილი- უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, რაც რეალობას არ შეესაბამება
ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა, მნიშვნელოვანია, არავითარი თამაში არ იყოს უკრაინის ზურგს უკან
ნატალი ლუაზო - საქართველოში პოლიცია პირველი მსოფლიო ომის მომწამლავ გაზს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ
გიგა ბოკერია - თუ რამე უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
ელენე ხოშტარია - ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე
არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ

ნათია თურნავა - სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიმოხილვა ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა მდგრადად ვითარდება და სექტორის მიმართ ნდობა მაღალია

27.11.2023 ნახვები: 733

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნების საბანკო ინდუსტრიის არსებული ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოწვევები, ინდუსტრიის რისკები და მაკროეკონომიკური რისკებია შეფასებული.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კვლავაც შეუნარჩუნდა არსებული ქულა და, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება – 7 ქულა აქვს.

S&P-ის შეფასება მოიცავს ექვს კატეგორიას, მათ შორისაა ეკონომიკური მდგრადობა, ეკონომიკური დისბალანსი, ეკონომიკაში დაკრედიტების რისკები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საბანკო სისტემის პოზიცია გაუმჯობესდა და შეფასება მაღალი რისკიდან საშუალო რისკამდე შემცირდა.

ანგარიში ასევე აფასებს საბანკო სექტორის ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებს. საქართველოს საბანკო ინდუსტრიის ძლიერ მხარედ დასახელებულია ფინანსური სექტორის მდგრადობა, რომელსაც მხარს უჭერს მაკროეკონომიკური გარემო, რაც აისახა კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის დონეში, ასევე მომგებიანობასა და დაბალ საკრედიტო დანაკარგებში.

“რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია. 2023 წლის ივლისში, ლარის გამყარებისა და სასაქონლო პროდუქტებზე ფასების შემცირების ფონზე, შემცირდა ინფლაცია, რის შედეგაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დაწია. ინფლაცია წელს, საშუალოდ, 2.4% იქნება და 2024 წელს მიზნობრივ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. 2023-2024 წლებში მოსალოდნელია სესხების 5-10%-მდე ზრდა“, – ნათქვამია S&P-ის შეფასებაში.

ამასთან, შეფასება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სექტორში მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი დოლარიზაცია რჩება.
აღსანიშნია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშნელოვანი პროგრესი ჰქონდა დოლარიზაციის შემცირების კუთხით და სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში 45%-ს შეადგენს.

„მისასალმებელია, რომ, მიუხედავად რეგიონში არსებული არასტაბილური გარემოსი, სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ბოლო შეფასებაში საქართველოს უცვლელად შეუნარჩუნდა ქულა, ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში კი გაუმჯობესდა. S&P-ის მიმოხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა მდგრადად ვითარდება და სექტორის მიმართ ნდობა მაღალია. რა თქმა უნდა, ასევე ვაცნობიერებთ მიმოხილვაში მოყვანილ ისეთ გამოწვევას, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია. ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ და ვგეგმავთ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა