პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

შალვა პაპუაშვილი - იყიდიან სასტვენებს, დალევენ ყავას, იტყვიან, რომ უყვართ ევროპა და საქართველო, საქმე საქმეზე რომ მიდგება, კვლავ ქვეყანას გამოუთხრის ძირს ენჯეოების ის ნაწილი, რომელიც ამას აკეთებდა

ნახვები: 502 შალვა პაპუაშვილი - იყიდიან სასტვენებს, დალევენ ყავას, იტყვიან, რომ უყვართ ევროპა და საქართველო, საქმე საქმეზე რომ მიდგება, კვლავ ქვეყანას გამოუთხრის ძირს ენჯეოების ის ნაწილი, რომელიც ამას აკეთებდა

იყიდიან დროშებს, სასტვენებს, დალევენ ყავას, გაშლიან „ფოვერ ფოინთ“ პრეზენტაციას, იტყვიან, რომ უყვართ ევროპა და საქართველო, საქმე საქმეზე რომ მიდგება, კვლავ საქართველოს გამოუთხრის ძირს ენჯეოების ის ნაწილი, რომელიც ამას აკეთებდა, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირდებოდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კიდევ ერთხელ ნახავს მოსახლეობა, რაში იფლანგება უცხოური გრანტები, რაზეც შემდეგ სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ საქართველოს ფულის მისცეს და რაში გამოიყენეს ეს თანხა.

„ასეთ რაღაცებში ფლანგავენ. იყიდიან დროშებს, სასტვენებს, დალევენ ყავას, გაშლიან „პოვერ პოინთ“ პრეზენტაციას, იტყვიან რომ უყვართ ევროპა და საქართველო და საქმე საქმეზე რომ მიდგება კვლავ საქართველოს გამოუთხრიან ძირს ის ნაწილი ენჯეოებისა, რომლებიც ამას აკეთებდნენ. გაგახსენებთ, რა გააკეთა ენჯეოების ნაწილმა – აბულიგებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ არ აგვერჩია სახალხო დამცველი და ჩაგვეგდო ამითი ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება. ისინი აქციას აწყობდნენ და ითხოვდნენ საქართველოს პარლამენტს გადაეყენებინა საქართველოს მთავრობა და ამ მდიდარ ენჯეობებს ჰქონოდათ ვეტოს უფლება ახალი მთავრობის დაკომპლექტებაში. ეს ენჯეოები წერდნენ სტატიებს. სამი კვირის წინ, ვიდრე იქნებოდა ევროკომისიის რეკომენდაცია, „გრასის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ დაწერა სტატია, რომელიც არის ლიდერი მდიდარი ენჯეოების კლანისა, სადაც ის ამბობდა, რომ არ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, უნდა გადაუვადდეს ეს და პირობად უნდა წააყენოს მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა და სანქციების დაწესება რუსეთისთვის. ენჯეო კლანი, რომელიც არსებობს რამდენიმე მდიდარი ენჯეოს სახით და „გრასის“ თამადობით, პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველომ საკუთარ ფეხში ისროლოს, ჩააგდოს საქართველო ეკონომიკურ კოლაფსში და სამხედრო დაპირისპირების წინაშე. როდესაც ასეთ ენჯეოებთან გვაქვს საქმე, რომელიც 100%-იანი უცხოური დაფინანსებით არიან, მათ შორის ფარული დაფინანსებით, ზოგიერთი ფონდების ყალბი სქემების მეშვეობით, ასეთ აქციებს ფარსის სახე თუ ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა