უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მიხეილ სააკაშვილი - როგორც უკრაინის მოქალაქე, მყარად ვუჭერ მხარს უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას

ნახვები: 552 მიხეილ სააკაშვილი - როგორც უკრაინის მოქალაქე, მყარად ვუჭერ მხარს უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას

ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო. მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ავრცელებს მის მიერ ხელმოწერილ პეტიციას.

„გამარჯვების კოალიცია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას. მე, როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში, დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში.

ასევე, მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი, დამიკარგოს ჩემი წვლილი ევროპისკენ მოძრაობის საქმეში, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩემს დროს საქართველო ლიდერი იყო სამეულის და ახლა ჩამორჩენილის პოზიციაში ვართ და წინ უკრაინა მიგვათრევს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა