უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმი და შავ ზღვაში ბრძოლა ომის სიმძიმის ცენტრი გახდება

ნახვები: 553 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმი და შავ ზღვაში ბრძოლა ომის სიმძიმის ცენტრი გახდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება.

„2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ წარმატებული ოპერაცია მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდება. ის ასევე დიდ გავლენას მოახდენს რუსეთის შიგნით. „კრემლის პროპაგანდის ცენტრალური ობიექტის დაკარგვა გვიჩვენებს, რომ ათასი რუსი ოფიცერი დაიღუპა მხოლოდ პუტინის ამბიციების გამო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, წარმატების მიღწევის სიჩქარე დამოკიდებული იქნება დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულიTaurus-ის რაკეტების მიწოდება ითხოვა. გამოცემა წერს, რომ ამან, შესაძლოა, უკრაინას ქერჩის ხიდის განადგურების საშუალება მისცეს, რაც, ფაქტობრივად, ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისგან იზოლირებას მოახდენს. „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის ეს სამხედრო ობიექტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა