4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ნატო-უკრაინის საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

ნახვები: 496 ნატო-უკრაინის საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

ნატო დაეთანხმა კიევის თხოვნას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური დარტყმების საპასუხოდ, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების შესახებ, - ინფორმაციას Kyiv Independent-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დიმიტრო კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კულებას ცნობით, საბჭოს საგანგებო სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის გამართვაზე ნატო-ს თანხმობა „რუსული ტერორის ესკალაციის ფონზე ევროატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელოვანი ნიშანია“.

მინისტრი არ აკონკრეტებს, როდის და სად გაიმართება შეხვედრა.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, უკრაინას სულ მცირე 500 რაკეტითა და დრონით შეუტია, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა