უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

იაგო ხვიჩია - ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნის, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდა

ნახვები: 552 იაგო ხვიჩია - ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნის, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდა

თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი?! ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნის, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდა, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კომისიები გასულ წელსაც ფორმალურად შექმნა.

"გასულ წელს ამ დროს "ოცნება" იძახდა, "აბა, მე კომისიები შევქმენი და მოდით, ვიმუშაოთო". ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ამბობდნენ, "არა, "ქოცების" ჯგუფში არ შევალთო". მე ყველა ამ შეხვედრას ვესწრებოდი და განსაკუთრებული შედეგი ამ კომისიებს არ მოჰყოლია, რადგან "ოცნებამ" თავიდანვე ფორმალურად შექმნა ეს კომისიები. გასულ წელს ამ დროს ოპოზიცია ამბობდა, რომ სხვა ფორმატებიც არსებობს, მაგალითად, კომიტეტების სახით და ახლა ამავე არგუმენტაციით საუბარი დაიწყო "ოცნებამ". ჩემი აზრით, როცა მუშაობა არ გინდა და სხვას გინდა რამე გადააბრალო, გასულ წელსაც უაზრობა იყო ამაში მონაწილეობის მიღება ასეთი ფორმით, გინდა ოპოზიცია იყოს და გინდა ხელისუფლება და დღესაც უაზრობა იქნება. თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი? ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნიან, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდათ და მაშინაც, როცა რამეს ფორმალურად აკეთებდნენ, მაშინაც ამ სუნით იყო ეს გაჟღენთილი, რომ არაფერი სერიოზული იქიდან არ გამოსულიყო. ჩვენ ყველგან ჩავერთვებით, თუ რამე ხდება. რაიმე შეხვედრას რომ დავინახავთ, ეგრევე შევდივართ, რომ გავარკვიოთ რაშია საქმე.

მოგეხსენებათ, ახლა ბატონი ბიძინაა დაბრუნებული პოლიტიკაში და საერთოდ სხვანაირად ელვარებს "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებული ყველა საქმე. ამიტომ შეიძლება ვინმეს, ვისაც სწამს ბიძინასი და "ოცნების", შეიძლება სჯეროდეს, რომ წელს რაიმე განსაკუთრებული მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ხასიათში ჩვენს კოლეგებს არაფერი ეტყობათ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა