პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ტედროს ადანომ გებრეისუსი - 2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია

ნახვები: 484 ტედროს ადანომ გებრეისუსი - 2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია

2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობებს მოუწოდა, რომ დაკვირვება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გააგრძელონ.

ტედროს ადანომ გებრეისუსის ცნობით, კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა იგი „ომიკრონის“ ვარიანტია და დღეს არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, თითქმის 50 ქვეყანაში, ძირითადად, ევროპასა და ამერიკაში, საავადმყოფოებში მოხვედრის მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა