უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განახორციელა

ნახვები: 553 პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განახორციელა

სულ მცირე სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა პაკისტანის მიერ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„პაკისტანმა ირანის სასაზღვრო სოფელს რაკეტებით შეუტია. სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა. არცერთი მათგანი ირანის მოქალაქე არაა“, - იუწყება ირანული მედია.

პაკისტანი ადასტურებს, რომ ირანში ობიექტებზე იერიშები განახორციელა.

„ამ დილით პაკისტანმა განახორციელა უაღრესად კოორდინირებული და კონკრეტულად მიზანმიმართული სამხედრო დარტყმების სერია ტერორისტების თავშესაფრებზე ირანის სიესტან-ო-ბალუჩისტანის პროვინციაში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პაკისტანის საგარეო უწყების ცნობით, დარტყმების შედეგად ლიკვიდირებული რამდენიმე ტერორისტი.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა დაადასტურა, რომ სამშაბათს პაკისტანში „ტერორისტული ჯგუფის“ წინააღმდეგ იერიშები განახორციელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა