უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

სასტუმროების ფასის წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში, ყველაზე დაბალი კი თბილისში იყო

ნახვები: 554 სასტუმროების ფასის წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში, ყველაზე დაბალი კი თბილისში იყო

PMCG კვლევითმა ცენტრმა, ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7%-ით გაიზარდა.

თუმცა წლიურ ჭრილში, ფასები შემცირებულია. 2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 7%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით შემცირდა.

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (19.6%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-11.5%).

აღსანიშნავია, რომ თვიური სფი (სამომხმარებლო ფასების ინდექსი) ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (25.1%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი სამეგრელო-ზემო სვანეთში (0.0%)

გასულ თვეს, სასტუმროების ფასები ასე გამოიყურებოდა:

2023 წლის დეკემბერში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 253 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა დეკემბერში 123 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი კი 407 ლარი იყო. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 547 ლარი შეადგინა, თბილისში - 529 ლარი, გურიაში - 409, ხოლო აჭარაში - 325.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა