უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

იაგო ხვიჩია - 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია

ნახვები: 553 იაგო ხვიჩია - 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია

60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმების 60%-ს აიღებს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამით თავს, ერთმანეთს და მხარდამჭერებს ამხნევებს.

„ოპოზიცია რომ მძიმე დღეშია, ეგ ისედაც ცხადია, ეჭვი არავის არ ეპარება, უბრალოდ, როცა ამას „ქოცები“ ამბობენ, მე ჩემს თავზე არ ვიღებ. როცა ამბობენ, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, პირველ რიგში იგულისხმება, რომ მათ იდეები არ გააჩნიათ და მე და ჩემი პარტია ამით განსხვავებულები ვართ.

რაც შეეხება 60%-იან ამბავს, 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა, და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია. შესაბამისად, ისინი თავს, ერთმანეთს და მხარდამჭერებს ამხნევებენ.

მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ხალხის გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, „ქოც-ნაცურ“ ქვეყანაში თუ რამე განსხვავებულში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა