ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება

თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ნახვები: 513 თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას პარლამენტის 346 წევრიდან 287 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ამის შემდეგ უნგრეთი იქნება ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი ნატო-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი გასული წლის ოქტომბერში მოაწერა და დოკუმენტი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა