პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

კულტურის სამინისტრო კონსერვატორიაში როიალების დაზიანების ფაქტზე განმარტებას ითხოვს

ნახვები: 506 კულტურის სამინისტრო კონსერვატორიაში როიალების დაზიანების ფაქტზე განმარტებას ითხოვს

კონსერვატორიაში დააზიანეს „სტეინვეის“ როიალები, მოვუწოდებთ კონსერვატორიის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, სამინისტროში სათანადო განმარტებები წარმოადგინონ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს კულტურის სამინისტრო მკაცრად გმობს კონსერვატორიაში ახალშეძენილი „სტეინვეის“ როიალების დაზიანებას. სამინისტრო მკაცრად გმობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მომხდარ ვანდალურ ფაქტს და მოუწოდებს კონსერვატორიის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ მომხდარით და სამინისტროში წარმოადგინონ სათანადო განმარტებები.

სამწუხაროდ, კულტურის სამინისტროს მიერ უკვე შეძენილი და კონსერვატორიისათვის გადაცემული 57 STEINWAY & SONS-ის ორი როიალი მიზანმიმართულად არის დაზიანებული (ბასრი საგნით დაკაწრული)! ეს აღმაშფოთებელი ფაქტია, რადგან კულტურის სამინისტროს მიერ კეთდება ყველაფერი, რათა სტუდენტებსა და პედაგოგებს ჰქონდეთ წარმატებული სასწავლო პროცესის შესაბამისი გარემო-პირობები. 2021 წელს სამინისტრომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ახალი, უმაღლესი ხარისხის როიალების შესაძენად დაიწყო მოლაპარაკებები მსოფლიოში ცნობილ კომპანია STEINWAY & SONS-თან.

კულტურის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლიდან, 50-წლიანი წყვეტის შემდეგ, დაიწყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრის პროცესი და აქტიური თანამშრომლობა STEINWAY & SONS-თან. ხელშეკრულების მიხედვით, კონსერვატორიას 2022 წლიდან 2025 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გადაეცემა 78 როიალი, რისთვისაც გამოიყო 8 012 636 ევრო.

მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრას კულტურის სამინისტრო კვლავ განაგრძობს, თუმცა მნიშვნელოვანია კონსერვატორიის მიერ აღნიშნული რესურსის სწორად და პასუხისმგებლობით გამოყენება“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა