Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal
Border guards identify section where most attempts at illegal border crossings reported
Zelensky comments on UK detention of tanker from Russia’s shadow fleet
Zelensky agrees with Trump to discuss peace initiatives at G7 summit
Zelensky and Trump spoke by phone
ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება "პარასკევიდან შევა ძალაში"

ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსში საქართველო 121 ქვეყანას შორის 65-ე ადგილზეა

29.01.2024 ნახვები: 908

SurfShark-ის ციფრული კეთილდღეობის 2023 წლის ინდექსის გასაზომად მკვლევრებმა 121 ქვეყანა ხუთი ძირითადი პარამეტრის მიხედვით შეაფასეს. უპირველესად ყურადღება ინტერნეტის ხარისხსა და მის ხელმისაწვდომობაზე გამახვილდა. ასევე შეფასდა ინტერნეტის სისწრაფე და სტაბილურობა, რომელიც თავის მხრივ ეფექტიანად მუშაობის, კომუნიკაციისა და მაღალი ხარისხის კონტენტის გენერირების ხელშემწყობი ფაქტორია.

შეფასების კრიტერიუმებს შორის იყო ელექტრონული ინფრასტრუქტურაც - მისი განვითარებისა და ინკლუზიურობის მაჩვენებელი. ასევე ელექტრონული უსაფრთხოება - კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თუ რამდენად დიგიტალიზებული და გამჭვირვალეა სახელმწიფო სერვისები და არის თუ არა მინიმუმამდე დაყვანილი ქვეყანაში ბიუროკრატიისა და კორუფციის მაჩვენებელი.

ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით აშკარაა, რომ ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსში ევროპა ლიდერობს და რეიტინგის ათეულში 9 პოზიციას სწორედ ამ კონტინენტის ქვეყნები ინაწილებენ. მათ შორის ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება კი საფრანგეთს აქვს, რომელსაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობით თვალსაზრისით ყველა სხვა ქვეყანაზე უკეთესი შედეგი აქვს, ინტერნეტის ხარისხის თვალსაზრისით ქვეყანა ხუთეულში ხვდება, ხოლო ელექტრონული ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოებისა და სახელმწიფო სერვისების კუთხით ტოპ 20 ქვეყანას შორის პოზიციონირებს.

რაც შეეხება რეიტინგის ათეულში შემავალ სხვა ევროპულ ქვეყნებს, საფრანგეთს მოჰყვება ფინეთი, შემდეგ არის დანიაგერმანიალუქსემბურგიესპანეთიესტონეთიავსტრია და შვეიცარია.

ევროპის ქვეყნების შემდეგ კი ციფრული კეთილდღეობის თვალსაზრისით საუკეთესო შედეგი სინგაპურს აქვს, რომელიც რეიტინგში მეათე ადგილას ხვდება. ცალკეული კრიტერიუმები რომ გავზომოთ, ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის თვალსაზრისით სინგაპური მესამე ადგილს იკავებს, ელექტრონული ინფრასტრუქტურის მხრივ მეცხრე პოზიციაზეა, ხოლო სახელმწიფო სერვისების მიმართულებით პირველ ადგილას ხვდება. ერთადერთი პარამეტრი, სადაც ქვეყანას არც თუ ისე სახარბიელო შედეგი აქვს ელექტრონული უსაფრთხოებაა, ამ მხრივ სინგაპური 56-ე ადგილზეა.

SurfShark-ის 2023 წლის რეიტინგში მოხვდა ასევე საქართველოც. ციფრული კეთილდღეობის ზოგადი მაჩვენებლით ჩვენ 121 ქვეყანას შორის 65-ე ადგილზე ვართ. რაც შეეხება ცალკეულ კრიტერიუმებს: ინტერნეტის ხელმისაწვდომობით 48-ე პოზიციაზე ვართ, თუმცა ინტერნეტის ხარისხის თვალსაზრისით არც თუ ისე კარგი შედეგი გვაქვს, ამ მხრივ მხოლოდ 102-ე ადგილას ვხვდებით. ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით 55-ე ადგილს ვიკავებთ, ხოლო ელექტრონული უსაფრთხოების მაჩვენებლით 43-ეს. კვლევის თანახმად აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ინტერნეტის ხარისხის შემდეგ ყველაზე დიდი პრობლემა სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად და გამჭვირვალედ მუშაობაა, რაც თავის მხრივ ბიუროკრატიასა და კორუფციას გამორიცხავს. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა მე-80 ადგილს იკავებს.

65-ე ადგილით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთსა და თურქეთს ჩამორჩება, რომლებიც 53-ე და 55-ე ადგილს ინაწილებენ. ჩვენს შემდეგ, 69-ე პოზიციას სომხეთი იკავებს, ხოლო აზერბაიჯანი 74- ადგილზეა.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა