ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

პეტიცია გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერად

ნახვები: 509 პეტიცია გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერად

„თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას!” - 23 იანვარს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით,  პეტიცია შეიქმნა. 

ტექსტში ნათქვამია, რომ ხასაია და ჩიქობავა პოლიციის წინააღმდეგ გამიზნულად არ მოქმედებდნენ, ეს არ იყო წინასწარი ჩანაფიქრი და რომ მათ გააპროტესტეს გამოსახლების არაადამიანური ფორმები. 

„როცა ქვეყნის მთავარი „ხულიგნები” არიან საქართველოს ისტორიის ლექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანთროპოლოგიის დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და პროკურატურა ითხოვს მათ 3-იდან 6 წლამდე პატიმრობას – ე.ი. რაღაც არასწორად მუშაობს სახელმწიფოში.

უნდა დავსვათ კითხვა: ნუთუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ადამიანები რომლებიც თვეებსა და წლებს უძღვნიან წიგნების კითხვას, სწავლასა და ცოდნის გაზიარებას – კრიმინალები არიან?

ან იქნებ იმაშია საქმე, რომ უსამართლობის დონე ისეთი მაღალია ქვეყანაში, რომ ეს ხალხი იძულებულია აკადემიიდან ქუჩაში გამოვიდეს?

რაღაც არასწორად მუშაობს სახელმწიფოში…

როგორ შეიძლება დრაკონული მევახშეობა იყოს წახალისებული კანონის მიერ?

მრავალშვილიანი ოჯახების გამოსახლება და ქუჩაში დატოვება იყოს წახალისებული კანონის მიერ?

როგორ შეიძლება გამოსახლების ოპერაციაში მონაწილეობდეს ათეულობით აღსრულების პოლიციის აგრესიული თანამშრომელი, რომელსაც უფლება აქვს გაანგრიოს და გაჭრას კარი და იქ მყოფ ადამიანებს მხუთავი აირი(!) შეუგდოს? (ძალადობრივი გამოსახლებისას, 23 იანვარს კეკელიძის 1 ნომერში პროტესტის მონაწილეებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდნენ მოხუცები და არასრულწლოვანები).

რატომ არის, რომ  პატრული, რომელიც ემსახურება საქართველოს, ორ მხარეს შორის კი არ დგას მშვიდობის დასაცავად, არამედ მევახშეების მხარეს იჭერს და ცემს ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს ძალადობრივად უშლის ხელს საქმიანობაში, აკეთებს კორდონს იმისათვის, რომ მევახშემ წყნარად შეძლოს სადარბაზოს კარის განგრევა? თუ ისინი თვლიან, რომ ამით ემსახურებიან საქართველოს, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები ვამბობთ, რომ ისინი არასწორ მხარეს დგანან. საქართველო არ არის მევახშეობა, გამოძალვა, სტუდენტის ცემა, ლექტორის დაპატიმრება, ფულის კეთება უღირსად და ოჯახების გამოყრა ზამთრის ყინვაში. უსამართლობის გაპროტესტება, ჩაგრულის მხარეს დგომა და თავისუფლებისთვის ბრძოლა უფრო გვგონია ჩვენ საქართველო.

და აქ მოდის „მთავარი” არგუმენტი: კანონი ამბობს ასე და ასე.

კაცობრიობა იმიტომ ვითარდება, რომ დრომოჭმულ ან არაზნეობრივ კანონებს მუდმივად ცვლის და ახლებით ანაცვლებს. თუ კანონი ამბობს ასე, მაგრამ ეს კანონი ანტიჰუმანურია, დამამცირებელია, უზნეოა – საჭიროა შეიცვალოს კანონი!

გიორგის და კაკოს ემუქრება 3-იდან 6 წლამდე პატიმრობა (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მათი დანაშაული ის არის, რომ ძალადობრივი გამოსახლების დროს, ადამიანისთვის დამამცირებელ სიტუაციაში და უმწეობაში, გააპროტესტეს ეს უზნეობა და კარების ნგრევისგან ყურადღების გადატანის მიზნით და უსამართლობის გაპროტესტებით ჩაამტვრიეს აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.

ისინი არ იქცეოდნენ გამიზნულად პოლიციის წინააღმდეგ. ეს არ იყო წინასწარი ჩანაფიქრი. მათ გააპროტესტეს გამოსახლების არაადამიანური ფორმები. ისინი მოქმედებდნენ საკუთარი და ადამიანური სინდისის კარნახით. ისინი ნაწილობრივ აღიარებენ, რომ გააკეთეს ეს, მხოლოდ იმ მიზნით რომ ყურადღება გადმოეტანათ კორპუსსა და ბინაში ძალადობრივი შეჭრისგან.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ 3-იდან 6 წლამდე პატიმრობა ამ შემთხვევაში არის გაუგონარი დანაშაული, შეცდომა და დაცინვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ძალადობას აღუდგებიან ასე „სამაგალითოდ” არ უნდა ისჯებოდნენ. მიგვაჩნია, რომ ამ სასჯელის შეფარდების შემთხვევაში ეს იქნება „სიგნალი” პატიოსანი ადამიანებისთვის, მათ „შესაშინებლად” და ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა პროკურატურისა და სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვითხოვთ ღირსეულ, სამართლიან და ადამიანურ მოპყრობას.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვითხოვთ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებას!”,  – ნათქვამია პეტიციის ტექსტში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა