თამარ ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს – მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია
ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა – წინასწარი მონაცემებით, „სტუდენტური სია“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს

დონალდ ტუსკი - ორბანმა უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება

ნახვები: 500 დონალდ ტუსკი - ორბანმა უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება

ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ვიქტორ ორბანის უცნაური და ეგოისტური თამაში, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

აღნიშნულ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელებენ. საუბარია ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომლის წინააღმდეგაც უნგრეთი გამოდის.

„უკრაინით გადაღლილობის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ფორმალური გადაღლილობა აქ, ბრიუსელში. ძალიან ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. შეხედეთ ქუჩებს და არა მხოლოდ ბრიუსელში. ახლა ჩვენ გვჭირდება ერთიანობის განმტკიცება უკრაინის გარშემო და რუსეთისა და მისი აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ვიქტორ ორბანის უცნაური და ეგოისტური თამაში. კომპრომისის შესაძლებელობაც არ არის ჩვენს პრინციპებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ასევე არ არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა უკრაინის საკითხზე. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც ორბანისთვის შეგვიძლია, ესაა სამართლიანი მოპყრობა, ჩვენი წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით და მეტი არაფერი.

ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ოპტიმოსტურად განწყობილები, როდესაც საქმე ეხება ჩვენი არგუმენტების ძალას. მე ვფიქრობ, რომ სათადარიგო გეგმა ფაქტობრივად არ არსებობს. ვიქტორ ორბანის გადასასწყვეტია – თუ უნგრეთი არის ჩვენი გაერთიანების ნაწილი, ჩემი წინათგრძნობაა, რომ ჩვენ ვიპოვით ძლიერ არგუმენტებს ორბანის დასარწმუნებლად.

ვიქტორ ორბანის დღევანდელი პოზიცია ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას. ეს თვალსაჩინოა და ეს პოზიცია მიუღებელია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა შესაძლო შედეგსა და ყველა შესაძლო ზომაზე სამომავალოდ.

თუ ვიქტორ ორბანის მოსაზრება და პოზიცია იქნება დომინანტი ევროპაში, მაშინ უკრაინა წააგებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე. ჩვენ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ვიქტორ ორბანი, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ეფექტურად დავიცვათ უკრაინა აგრესიისგან, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ერთიანობა და ორბანმა უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება და ეს მისი თამაშების ბრალი იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა