4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას, ნებისმიერ ფასად

ნახვები: 479 ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას, ნებისმიერ ფასად

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო ჩვენი პოლიტიკა - ჩვენი მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, „ჰამასის“ ლიკვიდაციაა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროა სამი პირობის შესრულება:

„ჰამასის“ დარჩენილი ბატანიონების განადგურება, ტერორისტებისგან გაწმენდის ოპერაციები, რომელსაც, მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში რეიდების გზით ახორციელებენ და „ჰამასის“ გვირაბის ქსელის განეიტრალება.

ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს მანამ, სანამ არ შესრულდება მისი ყველა მიზანი : „ჰამასის“ ლიკვიდაცია, ყველა მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.

რაც შეეხება მძევლებთან დაკავშირებულ პოტენციურ შეთანხმებას, ნეთანიაჰუს თქმით, „ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას და ნებისმიერ ფასად“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა