4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ჯო ბაიდენი - თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება

ნახვები: 471 ჯო ბაიდენი - თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიულ შეთანხმებას კენჭი რაც შეიძლება სწრაფად უყარონ.

„მივაღწიეთ თანხმობას ეროვნული უსაფრთხოების ორპარტიულ შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მკაცრ და სამართლიან სასაზღვრო რეფორმების ნაკრებს. მე მას მტკიცედ ვუჭერ მხარს“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული შეთანხმება ასევე მოიცავს ორ სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტ : უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერის საკითხს,

„ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული შეთანხმება ასევე ეხება ორ სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ეს საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს გააგრძელოს სასიცოცხლო სამუშაო, პარტნიორებთან ერთად, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და მხარი დაუჭიროს მის უნარს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან. როგორც უკვე ვთქვი, თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებისთვის, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და გაიზრდება ხარჯები ამერიკისთვის. ეს შეთანხმება ასევე აძლევს ისრაელს იმას, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად და ჰამასის ტერორისტებისგან თავის დასაცავად და ის უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი ხალხისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, შეიკრიბოს და სწრაფად მიიღოს ეს ორპარტიული შეთანხმება. დადეთ იგი ჩემს მაგიდაზე, რათა დაუყოვნებლივ მოვაწერო ხელი“, - აცხადებს ბაიდენი.

ცნობისთვის, 118 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პაკეტი აერთიანებს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების პოლიტიკას და უკრაინისა და ისრაელის დახმარებას.

კერძოდ, უკრაინის დახმარებისთვის 60.1 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული და ისრაელის მხარდასაჭერად - 14 მილიარდ დოლარზე მეტი. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსებას წითელ ზღვასა და ტაივანში ოპერაციებისთვის.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა შაბათს განაცხადა, რომ მომავალ კვირას კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც დააჩქარებს ისრაელისთვის 17.6 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გამოყოფას, სხვა პირობების გარეშე, მათ შორის უკრაინის დახმარების გარეშე. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კანონპროექტს "ცინიკური პოლიტიკური მანევრი" უწოდა და განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა