4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ვახტანგ გომელაური - 2023 წელი განსაკუთრებული იყო თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდის კუთხით

ნახვები: 479 ვახტანგ გომელაური - 2023 წელი განსაკუთრებული იყო თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდის კუთხით

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება პოლიციელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი, ბოლო წლებში, მინიმუმ 58 %-ით გაიზარდა.

„სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა. 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი მინიმუმ 58 %-ით გაიზარდა.

თბილისში მიმდინარეობს „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, სადაც 1000-მდე პოლიციელი ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება ყოფილი სამართალდამცავების პენსიის გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები. ასევე, 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1000 ლარამდე“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა