War update: 137 battles over past day, Pokrovsk, Huliaipole, Kostiantynivka axes hottest
Russian army loses 990 troops, 61 artillery systems in past day
Middle East war could turn into global conflict – Zelensky
Witkoff sees signs of 'inflection point' in talks on peace in Ukraine
Russia's direct losses from Ukrainian cyber operations reached $220M in 2025 – General Staff
Shahed drone factory recruits teenagers in Russia – CCD
PM Svyrydenko: Ukraine ready to share experience to strengthen Europe’s energy security
Spox Bratchuk: De-occupation of Dnipropetrovsk region would reduce risk of Russian attack on Dnipro and Pavlohrad

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

06.02.2024 ნახვები: 827

დეკემბრის ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. სხვა ფაქტორებთან ერთად, საყურადღებოა, რომ მნიშვნელოვანი აღდგენა ფეროშენადნობების ექსპორტში დაფიქსირდა. მთლიანობაში, მაშინ როდესაც, მიგრაციის პიკი როგორც ჩანს უკვე გადავლილია, ჯამური წმინდა სავალუტო შემოდინებები მაინც გაიზარდა, რაც ლარის კურსზეც აისახა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ სექტემბერ-ნოემბერში ვალუტის გაყიდვის მიმართულებით განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების შემდეგ, მართალია მცირე მოცულობით, მაგრამ დეკემბერში სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვა დაფიქსირდა.

ამასთან, ინფლაცია კვლავ შემცირდა და იანვარში ნულოვანი მაჩვენებლით განისაზღვრა. ამ ფონზე, დეკემბერ-იანვარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 1 პპ-ით შერბილდა. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2024 წლის ბოლოსათვის 8.25-8.50%-ს შეადგენს.

ლარის კურსის კუთხით საყურადღებოა თურქული ლირის დამატებით გაუფასურება. ჩვენი ადრინდელი ანალიზის მიხედვით, სუსტი ლირა, თურქეთში ინფლაციის გათვალისწინებით, მართალია მოქმედებს საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბალანსის დინამიკაზე, თუმცა ჯამურ სავაჭრო ბალანსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იკვეთება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ უმეტეს შემთხვევაში, თურქული პროდუქცია უფრო მეტად კონკურირებს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ იმპორტთან, ვიდრე ადგილობრივ წარმოებასთან. მთლიანობაში, 2 თებერვლის მდგომარეობით, ყველა ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორის ვალუტასთან მიმართებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტად არის გამყარებული.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006164-monthly-macro-update

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა