4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით უპილოტო საფრენ აპარატებზე ორიენტირებული დანაყოფი შეეიქმნება

ნახვები: 644 ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით უპილოტო საფრენ აპარატებზე ორიენტირებული დანაყოფი შეეიქმნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ძალების შემადგენლობაში ცალკეული დანაყოფის შექმნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებზე იქნება ორიენტირებული.

„ეს არ არის სამომავლო საკითხი, არამედ ის, რამაც უნდა მოგვცეს შედეგი უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკი განმარტავს, აღნიშნული წინადადება თავდაცვისა და უშიშროების ეროვნულ საბჭოს გადაეცემა.

დოკუმენტი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, მოუწოდებს მთავრობას და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უპილოტო სისტემებისთვის ცალკე დანაყოფის შექმნის საკითხი შეიმუშაონ.

„უკრაინამ უსაფრთხოების ვითარება შავ ზღვაში უპილოტო საფრენი აპარატების წყალობით რეალურად შეცვალა. ბრძოლის ველზე თავდასხმებისგან დაცვა ხშირად უპილოტო საფრენი აპარატების წყალობით ხდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ცალკეული დანაყოფის არსებობა „ძლიერ იმპულსს“ მისცემს სამხედრო-ტექნოლოგიურ განვითარებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა