4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ნახვები: 617 აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა ისრაელისა და უკრაინისთვის 95,3 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ამერიკის კონგრესის ზედა პალატამ მიიღო პროცედურული გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემდგომი განხილვის შესახებ.

კანონპროქტს მხარი 60-მა სენატორმა დაუჭირა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა უფრო ფართო კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს მოიცავდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს 61 მილიარდ დოლარს უკრაინის მხარდასაჭერად, 14 მილიარდ აშშ დოლარს ისრაელისთვის „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, ასევე 4,83 მილიარდ დოლარს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორების მხარდასაჭერად, კერძოდ, ტაივანში.

პროცედურული კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის სენატის, სულ მცირე, 60-მა წევრმა არსებითადაც უნდა დაამტკიცოს.

კენჭისყრა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება, რადგან სენატორები მომავალი კვირიდან ორკვირიან არდადეგებში გადიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა